UNFPA და გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებენ თანამშრომლობას გენდერული თანასწორობისა და სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშესაწყობად

გაეროს მოსახლეობის ფონდი და გამომცემლობა „პალიტრა L” აგრძელებენ თანამშრომლობას ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშესაწყობად, გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად და ისეთ თემებზე ცნობიერების ასამაღლებლად, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, გოგოების გაძლიერება და ციფრული უსაფრთხოება მოზარდებში, ახალგაზრდებსა და მშობლებში.

ამ მიზნით, 28 იანვარს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დირექტორმა, თინათინ ასათიანმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მოზარდებთან, ახალგაზრდებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორის წვლილის გაზრდას.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, განაგრძონ სოციალური ნორმების ცვლილებების ხელშეწყობა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, კონტექსტზე მორგებული და ასაკობრივად შესაბამისი კომიქსისა და სამაგიდო თამაშის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციას მოზარდებსა და ახალგაზრდებში და რომელიც შეიქმნა UNFPA-სა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პარტნიორობის ფარგლებში.

UNFPA-სა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2022 წლის 30 ივნისს გაფორმდა, თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L” 2017 წლიდან უჭერს მხარს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივებს.

თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა საბავშვო წიგნები „იავნანა ლილისთვის“ (ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილუსტრატორი: სოფო კირთაძე) და „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ (ავტორი: დათო გორგილაძე, ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი), კომიქსი “უჩინარი” (ავტორები: თათია ნადარეიშვილი, მართა ურუშაძე და მიხეილ ციხელაშვილი) და სამაგიდო თამაში „პერსონა“.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება