საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპული დირექტივების ძირითადი პრინციპების ბიზნეს სექტორში ადაპტირებისთვის, ევროპელ პარტნიორებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ევროპული დირექტივებისა და ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითადი პრინციპების ადაპტაციისას ბიზნესის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, დანიის ყველაზე მსხვილის ბიზნეს გაერთიანების, დანიის ინდუსტრიების კონფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ე.წ. მწვანე გადასვლასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში არსებულმა კერძო სექტორმა მოახდინოს ევროკავშირის რეგულაციებთან ეფექტიანი ადაპტაცია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს CBAM-ის, CSDDD-ისა და CSRD-ის რეგულაციებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კლიმატის ეროვნული მიზნების ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ასევე, ყურადღება გამახვილებულია დასაქმებულების ეფექტიან ინფორმირებასა და მომზადებაზე მწვანე ეკონომიკის რეგულაციების ადაპტაციის პროცესში.

მემორანდუმს საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერეს უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ეფექტიანად გატარებისთვის, რომელშიც ჩართულია საქართველოში არსებული კერძო სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები. ვფიქრობთ, რომ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, დასახული მიზნების რეალიზაციაში ეფექტიანი მექანიზმია და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება