მამუკა მდინარაძე - თავად აშშ-ის ლიდერები და პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა - ათეული მილიონი გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა

დღეს, თავად აშშ-ის ლიდერები და პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა - ჩვენ რაც არ გვისაუბრია, ის ინფორმაციაც კი აშშ-ის მხრიდან წამოვიდა იმის შესახებ, რომ USAID-ის და NED-ის არაერთი ათეული მილიონი ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფასა და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ახლა დაფასებაც და შეფასებაც უფრო ადვილია“.

„დღეს, თავად აშშ-ის ლიდერები და პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ბოროტებას ამერიკის ფულს არ ვუწოდებდით. დღეს, თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მისი მომხრეები, თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. ილონ მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში საქართველოს მოვლენებიც ჩანს. ჩვენ რაც არ გვისაუბრია, ის ინფორმაციაც კი, თავად აშშ-ის მხრიდან წამოვიდა იმის შესახებ, რომ USAID-ის, NED-ის არაერთი ათეული მილიონი ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფასა და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა. დღეს, ალბათ, კიდევ მეტად შეგვიძლია დავაფასოთ ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მიმართ. თურმე, როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად, მისი არჩეული ხელისუფლება, რისთვის გაგვიძლია და გადაგვიტანია, როდესაც თავად ამერიკელები საუბრობენ უფრო ღიად და ხისტად, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ ეს თავის დროზე. ახლა შეფასებაც და დაფასებაც უფრო ადვილია. მაგრამ საქართველოში კვლავ რჩება ჩემ მიერ წეღან ნახსენები 400-კაციანი კარგად დატრენინგებული აგენტურა, რომელიც ამ აქციების ძირითადი ბირთვია და შეუძლიათ ვიღაც, ერთი ორი აიყოლიონ, რომლებიც 4 მილიონ ადამიანს მკაცრად ულახავენ საკუთარ უფლებას“,- აცხადებს მდინარაძე.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს აშშ საუბრობს „კორუფციაზე და მავნებლობაზე“, რომელიც არ იყო ამერიკელი ხალხის ნება, თუმცა „მოდიოდა მათი ფინანსებიდან და ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან“.

„დღეს, უკვე აშშ-იდან გვესმის თუ როგორი კორუფცია, როგორი მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება. ისევე, როგორც დღეს, ევროპაში. ბევრი ევროპელი ბიუროკრატი საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებიც არ შეიძლება იყოს ევროპელი ხალხის ინტერესი. არ შეიძლება იყოს გერმანელი ხალხის ინტერესი, ის რასაც საუბრობს რომელიმე გერმანელი, ხელისუფლებაში მყოფი ბიუროკრატი. არ შეიძლება იყოს რომელიმე ფრანგის ან სხვა ევროპული ძლიერი მოქალაქის ინტერესი იმ ფსევდოლიბერალური, მარაზმატიკული ინტერების დაცვა, რასაც ამ ქვეყნის ზოგიერთი ბიუროკრატისგან და ბრიუსელში, ზოგიერთი დაბანაკებული ბიუროკრატისგან ვისმენთ. ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ევროპელი ბიუროკრატები რეალურად, თავისი საქმიანობით ევროპის, ევროპულობის, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ იბრძვიან. აქვეა ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის წარსულის, თავისი ტრადიციებისა და იდენტობის პატივისმცემელი. ის ამის გათვალისწინებით აპირებს, რომ მომავალი ააშენოს - თანამედროვე, ცივილიზებული, განვითარებული. ამასთან, არავის, არანაირი კუთხით არ ჩამორჩეს განვითარებაში“,- აღნიშნავს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები და მავნებლობები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში“.

„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით, მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში, არც ერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. დიდი ბოდიში ყველასთან, ვისაც ასე სჯერა“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო