ლანა გალდავა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის, კრიმინალიზდება - ყველა ცვლილება რეპრესიულ მიზანს ემსახურება

ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის, კრიმინალიზდება. ანუ ყველა ქმედებაზე ითხოვენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება შეაფასა.

როგორც გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიზანია „რეპრესიული ღონისძიებები აამოქმედოს“.

„ყველა ცვლილება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კანონმდებლობაში შედის, რეპრესიულ მიზანს ემსახურება. ის ცვლილებები, რაც დღეს დაანონსდა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუციით გვაქვს უფლება თავისუფლად შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები, ეს არის აღიარებული უფლება, რომელსაც მოქალაქეები მიმართავენ იმისთვის, რომ თავისი განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ. „ქართული ოცნების“ წიაღში წინა ხელისუფლების მავნე პრაქტიკის გათვალისწინებით, მოხდა დუბლირება იგივე ქმედებების, რასაც ისინი სჩადიოდნენ, განსაკუთრებით, ბოლო ჟამის განმავლობაში.

ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის, კრიმინალიზდება ანუ ყველა ქმედებაზე ითხოვენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ამით უნდათ რეპრესიული ღონისძიებები აამოქმედონ“, - განაცხადა გალდავამ.

ამასთან, გალდავა დასძენს, რომ ხელისუფლების მიზანია, ადამიანები დააშინონ, რათა ქუჩაში არ გამოვიდნენ.

„ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა. მცდელობა იმისათვის, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, ხალხმა არ დაიცვას თავისი კონსტიტუციური უფლება. მე ვეუბნები მათ, რომ წარსული გამოცდილება კარგად გაითვალისწინონ, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების წიაღში იყვნენ“, - აღნიშნა გალდავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს