„ფრანს-პრესი“ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ბიუჯეტის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იარსებებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ.

როგორც მედია აღნიშნავს, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა „სოციალისტურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

ცნობისთვის, დეკემბერში ფრანსუა ბაირუს წინამორბედმა, მიშელ ბარნიემ ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე, კონსტიტუციის 49.3-ე მუხლის გამოყენებით დაამტკიცა, რის შემდეგაც მას საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს