ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს - ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს

რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, ეს ჩვენს პარტნიორობაზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს საქართველოს პარტნიორებმა სხვადასხვა გზით უპასუხეს, მათ შორის ნორვეგიამაც.

„ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.

„27 იანვარს ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი მოგზაურებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს“, - აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება