მარკო რუბიო - არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რომელიც უნდა გავაგრძელოთ

უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ის კონტროლის ქვეშ მოგვექცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი არ თვლიან, რომ აშშ-სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები - ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, საჭიროა USAID-ის რეფორმირება.

”არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო