მარკო რუბიო - სალვადორი აშშ-დან დეპორტირებული ნებისმიერი ეროვნების არალეგალი მიგრანტების მიღებას დათანხმდა

სალვადორი აშშ-დან დეპორტირებული ნებისმიერი ეროვნების არალეგალი მიგრანტების მიღებას დათანხმდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე, მიგრაციის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველაზე უპრეცედენტო და არაჩვეულებრივ შეთანხმებას დათანხმდა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ასევე, რუბიოს განცხადებით, ბუკელემ სალვადორის ციხეებში საშიში ამერიკელი დამნაშავეების განთავსება შესთავაზა.

„შეგვიძლია ისინი გავგზავნოთ და მათ თავის ციხეებში ჩასვამს. მან იმავეს გაკეთება შემოგვთავაზა საშიში დამნაშავეებისთვის, რომლებიც სასჯელს აშშ-ში იხდიან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აშშ-ის მოქალაქეები თუ ქვეყანაში ლეგალური ბინადრობის უფლება აქვთ“, - აღნიშნა რუბიომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება