აქციის სამ მონაწილეს, რომლებიც დროებითი დაკავების იზოლატორიდან ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს გაწერენ, ერთმა მათგანმა კი, კლინიკა უკვე დატოვა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, ერთმა დაშავებულმა მომიტინგემ კლინიკა გუშინ დატოვა, სამი პაციენტს კი დღეს გაწერენ. აღნიშნული პაციენტები კლინიკაში 2 თებერვალს, იზოლატორიდან შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაშავებულებს ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა.

„გუშინ ერთი პაციენტი გაეწერა ბინაზე, 3 კი დღეს დატოვებს კლინიკას. სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდა პაციენტებს“, - აღნიშნავენ კლინიკაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება