მომხმარებლებმა 2024 წლის იანვარში, GCCA-ის 109 განაცხადით მიმართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2025 წლის იანვრის თვეში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 109 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 430 შეადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა 80%-ით აღემატება წინა წლის იანვარში შემოსული განცხადებების რიცხვს.

„იანვარში GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 3 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 5 საქმეზე.

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 3 მოვაჭრეს - 9 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 10 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 34% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 6% და კახეთი 6%, აჭარა 4%, შიდა ქართლი 2% და სხვა რეგიონები.საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 34, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 29, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 26, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 10, ხოლო სხვა დანარჩენზე 10.ერთი თვის მონაცემების მიხედვით, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 16%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ს.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 2 44 07 70“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება