პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ლომიძე სხდომაზე გამოცხადებაზე და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა. ამასთან, ოქმში მითითებული იყო, რომ ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ ლომიძე გამოცხადებაზე უარს კი არ აცხადებდა, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დასწრება არ შეუძლია. ამასთან, ადვოკატის თქმით, მას ბრალდებული 18 იანვრის შემდეგ არ უნახავს, ვინაიდან ციხეში შეხვედრების ოთახამდე ბრალდებული ვერ გამოდის, ადვოკატს კი საკანში არ უშვებენ.

ვარდიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფეხისა და ხერხემლის არეში ტკივილები აქვს, მას დაკავებამდე ფეხზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაკავების პროცესში განხორციელებულმა ძალადობამ კი ტკივილის პროვოცირება მოახდინა. ადვოკატის განმარტებით, ლომიძე საწოლიდან ვერ დგება და საპირფარეშოში გასვლაშიც მას თანამესაკნეები ეხმარებიან.

ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება