მეუფე ზენონი - რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ

რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეუფე ზენონი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ქვეყანაში მშვიდობა არ მოაქვს.

„რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?

არა! არა! არა!

ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.

აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.

სხვა დანარჩენი “მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.

თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“, - წერს მეუფე ზენონი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება