12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სახლებში დააბრუნეს

12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, Bring Kids Back UA ინიციატივის ფარგლებში, საკუთარ სახლებში დააბრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მათ შორის არიან ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაუსაძლისი განსაცდელი: 16 წლის გოგონა, რომელმაც დედა დაკარგა საოკუპაციო რეჟიმის მედიცინის დაუდევრობის გამო, 17 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთის ჯარში გამოიძახეს, ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსიფიკაციის მცდელობებს „საგანმანათლებლო ბანაკებში“, ასევე 8 წლის გოგონა, რომლის წართმევა მამისთვის იმის გამო სცადეს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა“, - წერს ერმაკი.

უკრაინული ონლაინ პლატფორმა Bring Kids Back UA-ის არხებზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკანონოდ 19 546 ბავშვი გაიყვანეს. აქედან სახლებში, ჯერჯერობით, 1 037 ბავში დააბრუნეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს