მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოზე - სიტყვა არ უთქვამთ, რა დამოკიდებულება აქვს საელჩოს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან - მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ახალი პრეზიდენტის მიდგომებს ნამდვილად იზიარებენ

თუ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, თავისი დაპირებისამებრ, „დიფ სთეითის“ დამარცხებას შეძლებს, ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი ერთი ათად გაიოლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რაც ხდება დღეს, ასე გაგრძელდება, მაგრამ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის უკვე მოპოვებული ხარისხიდან გამომდინარე, შეძლებს, რომ თავიც გადაირჩინოს და განვითარებაც გააგრძელოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან USAID-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, „ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოში რევოლუციის დაფინანსება და ლობირება ხდებოდა“.

ამასთან, მდინარაძე, მის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არც ერთი სიტყვა არ იყო იმ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის და მარკო რუბიოს მხრიდან“.

„პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა, ასევე აშშ-ის დღევანდელი საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად ცდება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი. სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს. მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. რა დამოკიდებულება აქვთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურად ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით. ეს ხომ გაცხადებული პოზიციაა. ცოდნა დამიწუნეს. არც ერთი სიტყვა არ იყო რეალურად იმ საბედნიეროდ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის და მარკო რუბიოს მხრიდან.

ვიღაცამ დაწერა სოციალურ ქსელში და დავეთანხმები, „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება ფაქტობრივ თანხვედრაში ერთმანეთთან არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი