იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება, - ინფორმაციას CNBC-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ დღეს გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა.

იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, 2014-2024 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იყო, მანამდე მას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ, 2000-2001 და 2005-2013 წლებში ეკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება