ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 4 წელი და 2 წელი და 3 თვე მიესაჯათ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მან კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო კოლდარს 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გარკვეულ ქმედებას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ის პოლიციელს თავს არ დასხმია. ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ბრალდებულმა ნახევრად ცარიელი „პლასტმასის“ ბოთლი, რომელიც ძირს ეგდო, აიღო და ისროლა, რომელიც გდდ-ს თანამშრომელს სახეში მოხვდა, დაზარალებულის ჩვენებით, მან აღნიშნული ქმედებით დაზიანება მიიღო და ეტკინა.

დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი 12 მაისს დააკავეს.

კოლდარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. კერძოდ კი, საპატრულო ეკიპაჟის მანქანის დაზიანებას. ის წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს.

კუჭუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს