სემეკის სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შექმნილ სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის პორტალზე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების, საბალანსო ელექტროენერგიის, დერეგულირებული ელექტროსადგურების, ნეტო-აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე მიწოდების შესახებ.

„სემეკი გეგმავს მომდევნო ეტაპზე სტატისტიკის პორტალს დაემატოს მონაცემები ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. სტატისტიკის პორტალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://data.gnerc.org/​“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება