ირაკლი კუპრაძე - რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ პუტინის რუსეთზე უფრო რადიკალური, ძალადობრივი და ანტიდემოკრატიული კანონები მიიღოს - საქართველოს მოქალაქეები მას არ დაემორჩილებიან და რუსული რეჟიმი პასუხს მიიღებს

რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ პუტინის რუსეთზე უფრო რადიკალური, ძალადობრივი და ანტიდემოკრატიული კანონები მიიღოს - ივანიშვილის რეჟიმი ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უფრო მძიმე ფორმით არის წარმოდგენილი, ვიდრე პუტინის რეჟიმი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანტიდემოკრატიულ, ანტიეროვნულ, ანტიქართულ კანონმდებლობას საქართველოს მოქალაქეები არ დაემორჩილებიან.

„რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ პუტინის რუსეთზე უფრო რადიკალური, ძალადობრივი და ანტიდემოკრატიული კანონები მიიღოს, რაზეც უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეების პასუხი. ეს იყო „თბილისი მოლთან“ შეკრება, სადაც სისხლის სამართლის ბრალდებად შეთითხნილი გზის გადაკეტვის ბრალდებები სასაცილოდ არ ეყო საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, რუსული რეჟიმი, მიიღებს მსგავს პასუხს - ანტიდემოკრატიულ, ანტიეროვნულ, ანტიქართულ კანონმდებლობას, რომელიც არის დროებითი. საქართველოს მოქალაქეები არ დაემორჩილებიან. ფაქტობრივ მტკიცებულებად იქცა ის, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უფრო მძიმე ფორმით არის წარმოდგენილი, ვიდრე პუტინის რეჟიმი და პუტინის რუსეთი“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება