საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებით ბიზნესის ხედვები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს, ასევე ქვეყნის შიგნით ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორისაა გლობალური სატარიფო ომი, სანქციები, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხები. ამასთან, აღინიშნა, რომ ბიზნესის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები, რომელიც უკვე მეორე წელია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ბიზნესის საინვესტიციო აქტივობების კუთხით. დამატებით, საუბარი შეეხო ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის მნიშვნელობასა და შესაძლო ცვალებადობის გავლენას ექსპორტიორ და იმპორტიორი კომპანიების კომერციულ ტრანსაქციებზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის 2019-2024 წწ. მონაცემების დინამიკა გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მოლოდინია კვლევის 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო ზუსტად გაზომავს ბიზნეს განწყობებსა და მოლოდინებს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღიდან დაფუძნებისა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთან შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება