„თბილისი მოლთან“ აქციაზე დაკავებულის ადვოკატი - ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ მის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი - ირაკლი წიგნაძეს გზა არ გადაუკეტია და სისტემა აბრალებს

ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი - მას გზა არ გადაუკეტია და სისტემა აბრალებს , - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას.

„თუ მას ბრალი უკვე წარუდგინეს, რა თქმა უნდა, უდიდეს პროცედურულ დარღვევას აქვს ადგილი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ადვოკატი ვიყავი. იზოლატორში იყო ჩემი ორდერი, ე.ი. სისტემამ იცოდა, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, ე.ი. ყველანაირი უფლებრივი დარღვევით წაუყენეს ბრალი. მაგრამ თუ ამ მომენტში ბრალი არ არის ჯერჯერობით წაყენებული და შსს-მ უბრალოდ თქვა, რომ გამოძიება დაიწყო, ესეც, რა თქმა უნდა კანონდარღვევაა. ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის უკან თავის ცოლთან ერთად გაუსწორდნენ მანქანაში. ყველა ხედავდა რომელი ადამიანი გაუსწორდა და დღემდე ის ადამიანი დაკავებული არ არის, ის არის პოლიციის მაღალჩინოსანი. დღეს, როცა უკვე მეორეჯერ გაუსწორდნენ, სხვა ქუჩაზე გზის გადაკეტვის დროს, როცა მათ გზა არ გადაუკეტიათ და სისტემა აბრალებს, რომ გზა გადაკეტეს. იქაც სცემეს, პირდაპირ ხარება გაუსწორდა. ამ თავისუფალ ადამიანებს დღეს აკავებენ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ახლა თქვენ გგონიათ აღკვეთ ღონისძიებაზე რამეს გაითვალისწინებენ? სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას. კანონი დარღვეულია, სამართალი ამ სასამართლოში არ არსებობს. ახალგაზრდა ბიჭი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს