ადვოკატი - შესაძლებლობა არ გვეძლევა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მოვინახულოთ, გავარკვიოთ მათი ადგილსამყოფელი, რაში ედებათ ბრალი - ეს არის სრულიად აბსურდული პროცესები

ადვოკატებმა არ იციან ბრალის წარდგენა როდის მოხდა. გაურკვევლობაში ვართ. ზოგზე გვეუბნებიან, რომ სასამართლო პროცესზეა გადმოყვანილი, აქ კი ჯერ არავინ არის გადმოყვანილი, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სერგი გიგანის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ადვოკატებს არ ეძლევათ დაცვის ქვეშ მყოფების მონახულების შესაძლებლობა.

“ადვოკატები ვერ ვახერხებთ ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალის წარდგენას ადვოკატი უნდა ესწრებოდეს.

ადვოკატებმა არ იციან ბრალის წარდგენა როდის მოხდა. გაურკვევლობაში ვართ. ზოგზე გვეუბნებიან, რომ სასამართლო პროცესზეა გადმოყვანილი, აქ კი ჯერ არავინ არის გადმოყვანილი.

ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევით არის დაკავებული, მოვიკითხე კანცელარიაში და არ არიან გადმოყვანილები.

ადვოკატებს შესაძლებლობა არ გვეძლევა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მოვინახულოთ, გავარკვიოთ მათი ადგილსამყოფელი, რაში ედებათ ბრალი. ეს არის სრულიად აბსურდული პროცესები. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები შეაშინონ და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლა აუკრძალონ”, - აცხადებს გიორგი ტაბატაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება