სებ-ში სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.

„სსფ-ის მისიასთან შეხვედრა ფონდის ყოველწლიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც IMF-ი წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასებისა და ფინანსური და ეკონომიკური განვითარების მონიტორინგის მიზნით მართავს.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე, ასევე მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს და შეჯერდნენ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებზე.

ეროვნულმა ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც სებ-ი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.

საუბარი ასევე შეეხო მუხლი IV-ის პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლებიც სებ-ში სსფ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე დაისახა ტექნიკური თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.

ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება