საქალაქო სასამართლოში სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დაკავებული გიორგი ქადაგიძის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს.

დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე.

გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება