დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი - ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში - თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა

დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საათ-ნახევარზე მეტია ადვოკატებს არ ეძლევათ დიმიტრი ბიძინაშვილთან შეხვედრისა და საქმის მასალებთან წვდომის საშუალება.

„დაახლოებით საათ-ნახევარზე მეტია არ გვეძლევა შეხვედრის საშუალება, არ გვეძლევა საქმის მასალებთან წვდომის საშუალება. შესაბამისად ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში. თუმცა ჩვენ, დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა. ეს გავიდა მათ შორის ტელეეთერებში და ჩვენ ამას დავამატებთ აუცილებლად საქმეზე“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება