ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა დამყარდა - ერთადერთი სწორი პასუხია ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა

როგორც ჩანს, ამოცანა აქვს “ქართულ ოცნებასა” და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პოლიციური დიქტატურის წინააღმდეგ ერთადერთი სწორი პასუხი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობაა.

“ქართული ოცნება” მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორც ჩანს, ამოცანა აქვს “ქართულ ოცნებასა” და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს იმიტომ, რომ სწორედ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება იყოს უკიდურესად დაძაბული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება”, პრაქტიკულად, იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციური დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში, ერთადერთი სწორი პასუხი არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობა და ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაზე, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რომ ამ რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ რუსთაველზე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან პირიქით - საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმის მიერ ადამიანების დაშინებას უნდა მოჰყვეს საზოგადოების გამთლიანება პასუხად და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ერთიანობა იყოს ურყევი და იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად აღსრულდეს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება