გიორგი ქადაგიძე - ეს რეჟიმიც დასრულდება, დასრულდება იმით, რომ აღარასდროს განმეორდეს ცრუ მოწმეები და ფარსი, რომელსაც უსამართლო სასამართლო ჰქვია

რეჟიმი ასამართლებს ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს, მაგრამ როგორც ყველა რეჟიმი, ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომელიც სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ქვეყანას ჰყავს 52 პოლიტპატიმარი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დაკავებული.

„52 პოლიტპატიმარი ჰყავს ქვეყანას, სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ მაინც ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც მე დამაკავეს, ჩემთან ერთად დააკავეს ახალგაზრდა გოგო, ბაღის მასწავლებელი, ასევე დაწყებითის მასწავლებელი ახალგაზრდა გოგო, ლექტორი ახალგაზრდა გოგო, ახალგაზრდა ბიჭი IT სპეციალისტი, რომელიც ნერვიულობდა იმაზე, რომ მეორე დღეს 8:00 საათზე ჰქონდა გასაუბრება. ერთი სიტყვით, ეს რეჟიმი ასამართლებს ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს, მაგრამ როგორც ყველა რეჟიმი, ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება. მათ შორის, დასრულდება იმით, რომ არასდროს აღარ განმეორდეს ცრუ მოწმეები, ეს ფარსი, რომელსაც უსამართლო სასამართლო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს, საქმეზე სასამართლო სხდომა 7 თებერვლამდე გადაიდო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება