სალომე ზურაბიშვილი - რვა დემონსტრანტი, მათ  შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან - კრიტიკის გაჩუმების, ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა

რვა დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან - კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან რვას ბრალდება შეეცვალა - გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

"2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 - მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა", - წერს ზურაბიშვილი.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს