გედევან ფოფხაძე - „ხარებამ“ „ფეისკონტროლი“ ვერ უნდა გაიაროს ვერცერთ დაწესებულებაში, ასეთ ტიპს აძლევენ ღირსების ორდენს - ის არის რეინკარნირებული ბერბიჭაშვილი, როდიონოვი, ფილიპე მახარაძე და ხელისუფლების სახე დღეს

„ქართული ოცნება“ მივიდა დეგრადაციის იმ ხარისხამდე, რომ ამათი ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს, მხოლოდ ქვეყნის უკუსვლას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ სახე ზვიად ხარაზიშვილია, რომელიც არის „რეინკარნაცია როდიონოვის, ფილიპე მახარაძის, ყველაფერი ცუდის, რაც ქვეყანაში ეპოქების მანძილზე ხდებოდა“.

„არაფერი პოზიტიური აქ აღარ შეიქმნება. არც ეკონომიკა განვითარდება და არც სამუშაო ადგილები შეიქმნება. ხალხი აღარ აინტერესებთ. როცა ღირსების ორდენს აძლევ ხარებას, აქ ღირებულებათა სისტემაც განისაზღვრება. პირდაპირ გეუბნებიან, რა არის ამ ქვეყანაში ღირსეული და მოსაწონი და რა არის დასაძრახი. „შენი სამშობლოსთვის ქუჩაში დგომა, უკანონობის გაპროტესტება, ევროპული იდეალების დაცვა არის დანაშაული“. „ხარებამ“ „ფეისკონტროლი“ ვერ უნდა გაიაროს ვერცერთ დაწესებულებაში და ასეთ ტიპს აძლევენ ღირსების ორდენს. ამაზე ღირსშესანიშნავს პრეზიდენტად წოდებული ვერც გააკეთებს. ღირსების ორდენი მისცა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაში დღეს არის რეინკარნაცია როდიონოვის, ფილიპე მახარაძის, ყველაფერი ცუდის, რაც ამ ქვეყანაში ეპოქების მანძილზე ხდებოდა. ეს ტიპი არის რეინკარნირებული ბერბიჭაშვილი. ჩვენ ვიცით, ამ ქვეყანაში რა იყო ბოროტება და დღეს რა არის, ბოროტება ესაა, ხარება არის ამ ხელისუფლების სახე დღეს.

რატომ უნდა მისცე ღირსების ორდენი ხარებას? თუ არა იმის გამო, რომ ხალხი შენთვის აღარ არსებობს როგორც ფაქტორი, როგორც ხელისუფლების წყარო და დარჩა ტიპი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. ხარება არის კლასიკური მხედრიონელი. ოღონდ ის მხედრიონელი კი არა, ვინც ომობდა, ქუჩაში მიტინგებზე რომ ხალხს ხოცავდა ის მხედრიონელია. გაგრძელებაა ყველაფერი იმისა, რაც ამ ქვეყანაში ცუდი ხდებოდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო