შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა

შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სროლა შვედეთის ქალაქ ორებროში მდებარე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში მოხდა, რომელიც სხვა სკოლებთან ერთად ერთ კამპუსში მდებარეობს. პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

პოლიციის ხელმძღვანელის რობერტო ეიდ ფორესტის თქმით, სამართალდამცავებს ამ მომენტისთვის "არ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად" დაასახელონ გარდაცვლილთა რაოდენობა, თუმცა პოლიციას სჯერა, რომ დანაშაულის ჩამდენი გარდაცვლილთა შორისაა.

ყველა გარდაცვლილი საგანმანათლებლო ცენტრის შენობის შიგნით იყო. ეჭვმიტანილი მამაკაცია და პოლიციას სჯერა, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიება ჯერ ადრეულ ეტაპზეა.

პოლიციის განცხადებით, წინასწარი ნიშნები არ ყოფილა და თავდამსხმელი მათთვის ცნობილი არ იყო. ამ მომენტისთვის თავდასხმის უკან ტერორისტული მოტივი არ ჩანს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება