Fox News - დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რითაც ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის “მერყეობდა” ბრძანების მოწერაზე და “არ გაუხარდა ამის გაკეთება” და აღნიშნა, რომ მისი ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ძალიან მკაცრია ირანის მიმართ.

“იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება”, - განაცხადა ტრამპმა.

კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს “მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა” განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტს დაემთხვა, აღნიშნავს Fox News-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს