მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები  ყოველდღიურად გაიმართება

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება, - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანა მოხდა. ასევე, ამბობენ, რომ კარვების გაშლის გადაწყვეტილება, თავის დროზე მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.

მათი თქმით, მოთხოვნა, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაყენებული ჰქონდათ, შესრულებულია.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე მუნიციპალიტეტებში. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევებისთვის, გუშინ საღამოს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს