დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ს გასვლას და პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დატოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს ორგანოს, „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ და არ განაახლებს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს, UNRWA-ს დაფინანსებას.

„აღმასრულებელი ბრძანება აუკრძალავს შეერთებულ შტატებს დამატებითი დაფინანსება მიაწოდოს UNRWA-ს, რომელიც მუდმივად წარმოაჩენს თავს ანტისემიტად და ანტიისრაელელად, რასაც მოწმობს მისი თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის საშინელ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობდნენ. UNRWA-ს ობიექტები არაერთხელ გამოიყენეს „ჰამასმა“ და სხვა ტერორისტულმა ჯგუფებმა იარაღის შესანახად და გვირაბების ასაგებად“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებები ასევე ითვალისწინებს აშშ-ის ჩართულობის გადახედვას გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში, UNESCO-ში და აშშ-ის დაფინანსების გადახედვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, „სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაფინანსების დონის უთანასწორობის ფონზე“.

„აღმასრულებელი ბრძანება სახელმწიფო მდივანს სთხოვს, განიხილოს და მოახსენოს პრეზიდენტს, თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები, კონვენციები ან ხელშეკრულებები უწყობენ ხელს რადიკალურ ან ანტიამერიკულ განწყობებს. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), კერძოდ, გაივლის განხილვას დაჩქარებული ვადების მიხედვით, ანტიისრაელური მიკერძოების ისტორიის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტრამპმა გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და განაცხადა, რომ „კარგად არ იმართება“, თუმცა აღნიშნა, რომ პოტენციალი აქვს.

„მას აქვს დიდი პოტენციალი. მართალი გითხრათ, არ არის კარგად მართული და ისინი არ აკეთებენ საქმეს. ბევრი კონფლიქტი, რომელზეც ვმუშაობთ, უნდა მოგვარდეს, ან სულ მცირე, უნდა გვქონდეს გარკვეული დახმარება მათ მოგვარებაში. ეს უნდა იყოს გაეროს უპირველესი მიზანი", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას გაეროში გამოეხმაურნენ.

„გენერალური მდივანი დაუღალავად მუშაობს მრავალი რეფორმის განსახორციელებლად, მათი ეფექტურობისა და ინოვაციების გაზრდის მიზნით“,- განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის