დონალდ ტრამპი - უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

უკრაინასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ რუსებს ვესაუბრებით, ასევე, უკრაინის ხელმძღვანელობას ვესაუბრებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ომის დასრულებას ძალიან ცდილობს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ მოხდებოდა.

„მინდა ამის დასასრული ვნახო და მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ორივე მხარეს ახალგაზრდების სიცოცხლე მთლიანად განადგურდა. ძალიან კარგ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს