მარკო რუბიო - აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს

აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ვისწრაფვით“, - წერს მარკო რუბიო.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“.

„აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას და ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს. პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს