GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA), მომხმარებელთა უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების კარიერული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 5 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ელ. ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge უნდა წარმოადგინონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ სტატია.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.

ლიდერთა მომზადების პროგრამის ფარგლებში, შეირჩევა ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში 2 თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლის. პრაქტიკის წარმატების დასრულების შემთხვევაში, პრაქტიკანტს შესაძლებლობა ექნება GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დასაქმდეს.

2023 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის I საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამა “დაიწყე კარიერა კონკურენციის სააგენტოში“ წარმატებით განხორციელდა. საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომელთაც სააგენტოში სტაჟირება გაიარეს, ერთ-ერთი მათგანი დღეს უკვე სააგენტოს თანამშრომელია. გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი: https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phpjm1Cmj.pdf “, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება