CNN - მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვებენ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„2025 წლის 7 თებერვალს, პარასკევს, 23:59 საათზე (EST), მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის პირდაპირი დაქირავებული თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნა მოხდება“, - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამონაკლისი USAID-ის მისიის კრიტიკულ ფუნქციებზე პასუხისმგებელ პირებს, ძირითად მენეჯმენტსა და სპეციალური პროგრამების პერსონალს შეეხება.

განცხადების თანახმად, სააგენტო აშშ-ს ფარგლებს გარეთ მომუშავე თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმას ამზადებს. ასევე, USAID-ი მათთვის 30 დღის განმავლობაში აშშ-ში დაბრუნებას, ხარჯების ანაზღაურებასა და კონტრაქტების გაწყვეტას უზრუნველყოფს.

ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ინდივიდუალურ შემთხვევებს განიხილავს და აუცილებელ პერსონალს მუშაობის გაგრძელების შესახებ აცნობებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

ორშაბათს, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. გადაწყვეტილება „დემოკრატმა“ კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

„მინდა გავიმეორო, რაც ვთქვით, დიდი ხანია მხარს ვუჭერდი საგარეო დახმარებას, ვაგრძელებ საგარეო დახმარების მხარდაჭერას, მაგრამ საგარეო დახმარება ქველმოქმედება არაა. ის არსებობს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წასაწევად. ყოველი დოლარი, რომელსაც ჩვენ დავხარჯავთ, სანამ მე ვარ სახელმწიფო მდივანი და სანამ პრეზიდენტი ტრამპია თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა რუბიომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს