საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მწვანე დაფინასებასთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „მწვანე დაფინანსება და მისი ინსტრუმენტები - უცხოეთის და საქართველოს გამოცდილება“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც საუნივერსიტეტო პროექტის - „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ - ფარგლებში ჩატარდა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე უძღვებოდა.

საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, დეკანის მოადგილეები - პროფესორი გუგული ყურაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე, იგივე მდგრადი დაფინანსება იმ ტიპის აქტივობათა პოპულარიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებიც ეხება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას. მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ისეთი პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების განეიტრეალებისკენ, ცნობიერების ზრდისკენ ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემოსავლის თანასწორობა, შრომითი უფლებები და სხვა.

გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, გამოცდილებასა და ინსტრუმენტებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ მწვანე დაფინანსების მხრივ განსაკუთრებით მზარდია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, ანუ მწვანე და მდგრადი ბონდების გამოყენების ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მისი თქმით, ქართული კომპანიების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების გამოშვება, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად მზარდია.

როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე პროდუქტები და მათგან მომდინარე სერვისები ნებისმიერ ქვეყანაში დადებით გავლენას ახდენს კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირებას მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ექსპორტის პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე, არამედ ენეგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის გამოყენებით, წვლილი შეაქვს ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექცია ინტერაქციურ ფორმატში ჩატარდა - დაისვა არაერთი შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან, ასევე, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები მდგრად და მწვანე დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო