მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა 3 პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა.

მისი განცხადებით, სადეპუტატო მანდატი ოპოზიციისთვის შანტაჟის იარაღია, რისი გამოყენების საშუალებასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას არ მისცემს.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათზე შანტაჟის გამო ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

„დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ, მათ შორის ერთ-ერთი კი ეს იყო. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად სჯობს იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლუსები, ასევე მინუსები აქვს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით- არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც ეს წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ („ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს) იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა. წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში,რომ ისინი ამას ვერ ახერხებენ, ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით. დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას, რადგან მათ ავალებენ, ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ, დღეს მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - განაცხადა მდინარაძემ.

საკითხზე კენჭისყრა უკვე დაიწყო. 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ინდივიდუალურად უყრიან კენჭს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი