უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა და 104 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 42 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა