კობა ხაბაზი - არათუ დაკავებულებს ათავისუფლებენ, ახალ ადამიანებს იჭერენ, ოპოზიციას მანდატებს უწყვეტენ და ცდილობენ პუტინს ასიამოვნონ - ამ ბრძოლაში ან ვიმარჯვებთ ან საქართველო რუსულ ჭაობში ჩაიძირება

არათუ დაკავებულებს ათავისუფლებენ, არამედ, ახალ პატიმრებს იჭერენ, მანდატებს უწყვეტენ და ცდილობენ პუტინს ასიამოვნონ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა.

ის სასამართლოში იმყოფება და აცხადებს, რომ საქართველომ ეს ბრძოლა თუ არ მოიგო, ქვეყანა ჭაობში ჩაიძირება.

„მთავარი არის გავიაზროთ, ხელისუფლებაში ვინ გვყავს. ჩვენ გვყავს რუსი, მოღალატე ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართება და აქედან უნდა ამოვიდეთ სავარაუდო გეგმებზე და შეფასებებზე. ამ ბოლო პერიოდში ცალსახად გამოჩნდა, რომ რა თქმა უნდა, ისინი წავლენ ყველაფერზე. ევროკავშირის მოთხოვნა გავიხსენოთ, რომ პატიმრები გაეთავისუფლებინათ და ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ. სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებენ - არათუ ათავისუფლებენ, იჭერენ ახალ პატიმრებს, მანდატებს უწყვეტენ, ისინი ცდილობენ პუტინს ასიამოვნონ. ამ ბრძოლაში ან ვიმარჯვებთ, ან სამწუხაროდ, საქართველო რუსულ ჭაობში ჩაიძირება“, - განაცხადა ხაბაზმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო