რასა იუკნევიჩიენე - მოვითხოვთ მზია ამაღლობელისა და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ქართული ოცნება“ დემოკრატიაზე უხეშ თავდასხმას აგრძელებს. ჩვენ მზია ამაღლობელის და 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს