დიმიტრი ცქიტიშვილი - „ქართული ოცნების“ ყველა გეგმა ჩამოიშალა, რომ მცირე, მაგრამ ხეიბარი ლეგიტიმაცია მიეღოთ - რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ჩვენ არ მივმართავთ პარლამენტს განცხადებით - თუ უნდათ, ეს საკითხი ჩვენი დახმარების გარეშე, თავად გადაწყვიტონ

„ქართული ოცნების“ ყველა გეგმა ჩამოიშალა, რომ მცირე, მაგრამ ხეიბარი ლეგიტიმაცია მიეღოთ. საერთაშორისო ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე“ გაგრძელდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერი გახდეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია რამდენიმე არადემოკრატიული ქვეყნის მიერ არის აღიარებული.

„საერთაშორისო ზეწოლა უპრეცედენტოა. „ქართული ოცნების“ ყველა გეგმა ჩამოიშალა, რომ მცირე, მაგრამ ხეიბარი ლეგიტიმაცია მიეღოთ. „ქართული ოცნება“ რამდენიმე არადემოკრატიული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. საერთაშორისო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ გაგრძელდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს“, -აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, მან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზეც ისაუბრა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მათი პარტია მმართველ გუნდს ასეთ ფუფუნებას არ მისცემს. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ დავწეროთ განცხადება. თუ უნდათ მანდატების შეჩერება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მაისისთვის შეიძლება მიიღონ [ეს გადაწყვეტილება].მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ჩვენი დახმარების გარეშე“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მან ოპოზიციურ ერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც ერთიანი პოზიცია აქვთ, ეს არის ევროპული მომავალი, ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება.

„ყველასთან საერთო გვაქვს, ვინც ამ იდეას იზიარებს. ერთიანი პოლიტიკური ფრონტის, ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა არ ყოფილა ამოცანა. სადაც საჭიროა პოლიტიკური პატიმრებისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის, ცალსახად კოორდინირებაში ვიქნებით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო