გიორგი ქადაგიძე - რეჟიმის სპონსორი „ბიზნესმენების“ კორუფციული და ფავორიტული გარიგებების მხილების მიმართულებით კიდევ უფრო ვიაქტიურებ

ჩემი აქტიურობა რიგითი დემონსტრანტის როლის გარდა, მიმართულია რეჟიმის სპონსორი „ბიზნესმენების“ კორუფციული და ფავორიტული გარიგებების მხილებით, რომლებიც დაუმსახურებლად მდიდრდებიან კონკურენციის შეზღუდვით, კარტელების ჩამოყალიბებებით, ბიუჯეტის მითვისებით და ეკონომიკის რუსიფიკაციით, შემდეგ კი მორალს გვიკითხავენ ბიზნესის ე.წ. ნეიტრალურობაზე. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ვიაქტიურებ,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც 2 თებერვალს, საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, ის ყველანაირი მიზეზის გარეშე, პირდაპირ დაკვეთით დააკავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მიზეზის გარეშე, პირდაპირ დაკვეთით დამაკავეს (რისი ვიდეომასალაც არსებობს), უხერხულია ჩემი მხრიდან ვისაუბრო ადმინისტრაციული მუხლებით დევნაზე, როცა ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარი გვყავს, შეკერილი სისხლის სამართლის საქმეებით გისოსებს მიღმა.

აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

საპატრულო პოლიციაში და შსს უწყებაში ნამდვილად მუშაობს ბევრი პატიოსანი და წესიერი თანამშრომელი, რომელსაც ძალიან არ მოსწონს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

„ტვ იმედი“ (იგივე ნადეჟდა) არის ბოროტების და სიძულვილის მანქანა, რომლის პროპაგანდის ეფექტურობას და მასშტაბს ბოლომდე ბევრნი ვერ ვიაზრებთ.

ჩემი აქტიურობა რიგითი დემონსტრანტის როლის გარდა, მიმართულია რეჟიმის სპონსორი “ბიზნესმენების” კორუფციული და ფავორიტული გარიგებების მხილებით, რომლებიც დაუმსახურებლად მდიდრდებიან კონკურენციის შეზღუდვით, მონოპოლიების, ოლიგოპოლიების, კარტელების ჩამოყალიბებებით, ბიუჯეტის მითვისებით და ეკონომიკის რუსიფიკაციით, შემდეგ კი მორალს გვიკითხავენ ბიზნესის ე.წ. ნეიტრალურობაზე. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ვიაქტიურებ“, - წერს ქადაგიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს