პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ცესკოს ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ცესკოს ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს წარუდგინა.

მათ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ცესკოს წევრების ასარჩევად დადგენილია 90-ხმიანია კვორუმი, ხოლო მმართველ გუნდს პარლამენტში 90 ხმა არა აქვს, დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხივე კანდიდატურა ჩავარდა.

მათი არჩევის მეორე რაუნდი მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება. ამ შემთხვევაში ცესკოს წევრობის კანდიდატურების მხარდასაჭერად უბრალო უმრავლესობა - 76 ხმა იქნება საჭირო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი