პაატა მანჯგალაძე - ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი

ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა - დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი“.

“სისულელეა "დიფ სთეითზე" და გლობალური ძალების შეთქმულებაზე „ქოცების“ ბოდვა. სინამდვილეში ეს გამოგონილი, აბსტრაქტული მტერია, რომელსაც ყველა ავტოკრატი იყენებს ერთი და იმავე სქემით, კერძოდ ქმნის წარმოსახვით მტერს და თავს წარმოაჩენს ამ საფრთხისგან ერის გადამრჩენად მაშინ, როცა რეალურად ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ძარცვავს და ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.

ამის მაგალითებია ვენესუელაში -"ამერიკული იმპერიალიზმი", რუსეთში - "დასავლური ლიბერალიზმი", ბელარუსში - "ნატოს საფრთხე", ირანში კი მმართველები მუდმივად საუბრობენ "სიონისტებზე". ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა - დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის. და ბოლოს, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი - კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს