„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - ამ ლოზუნგით ევროპარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტში აქცია გამართეს

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!" - ამ ლოზუნგით ევროპარლამენტში ევროპარლამენტარების აქცია გაიმართა.

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორთან, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი იყო.

ევროპარლამენტარებს ადგილზე საქართველო დროშა ჰქონდათ მიტანილი და პლაკატები წარწერით: „Free mzia Amaghlobeli”.

ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 25-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით, ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება