საია-ს თავმჯდომარე - პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები - მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა საკვების მიღებაზე, იქვე დაუტოვეს - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა

მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელი არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

„დღეს მზია ამაღლობელი კლინიკაში მოინახულა საია-ს ადვოკატმა. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა.

მზია კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ კვლევები დასრულებულია, დააბრუნონ ციხეში. ის არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

მოშიმშილე პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და მისი დაცვა ევალება სახელმწიფოს“, - წერს ქურდოვანიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი