ირაკლი კობახიძე - პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ მაინც რჩება - გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაწერენ, მყისიერად შეუწყდებათ

პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ რჩება პარლამენტში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ვინაიდან მათ არ დაუწერიათ განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ „გახარია საქართველოსთვის“ შემოიტანს განცხადებას მყისიერად შეუწყდებათ მანდატები, ხოლო თუ გააცდენენ სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ რჩება პარლამენტში. ვნახოთ, რეალურად ჩვენს ხელში არ არის ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ შემოიტანენ განცხადებას მყისიერად შეუწყდებათ მანდატები, თუ გააცდენენ სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, აქაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც აუცილებელია ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს