გუსტავ გოტბერგი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ

ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მზია ამაღლობელის, რომელიც 23 იანვრიდან შიმშილობს და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ხელს ვაწერ. ჯო უილსონთან, რასა იუკნევიჩიენესთან, ტომ ტაგენდატთან და სხვებთან ერთად ევროკავშირსა და მოკავშირეებს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ“, - წერს გოტბერგი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი