ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და მის წარმომადგენლებზე

სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება.

„ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, დაკნინების უფლება და ა.შ. იგივე პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, იგივე სასამართლო, მოსამართლე გამოხატავს სახელმწიფოს. როგორც კი ეს პრინციპი ირღვევა, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელშეუხებლობის პრინციპი, მაშინვე იწყება ხოლმე სახელმწიფოს შერყევა, როგორც ასეთი. რასაც ვაკვირდებოდი, ამის მიზანმიმართული მცდელობა იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. იმისათვის, რომ შეუქცევადი გახდეს ის პროცესი, რაც უკავშირდება სახელმწიფოს განმტკიცებას, ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა საკანონმდებლო ცვლილებებითაც და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს